ახალი ამბები

15.01.2015

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის დასახელდა

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის დასახელდა. თუმცა,  ფილმი არა საქართველომ, არამედ ესტონეთმა წარადგინა. ამავე კატეგორიაში დასახელდნენ ფილმები:  "ლევიათანი" რუსეთიდან, "იდა" პოლონეთიდან, "ტიმბუქტუ" მავრიკიიდან და ველური ზღაპრები არგენტინიდან. "ოსკარის" დაჯილდოების 87-ე ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.
 "ვულოცავ ჩემს არაჩვეულებრივი ჯგუფის წევრებს. ვულოცავ ქართულ კინოს!", - ასე გამოეხმაურა ქართველი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე მისი ფილმის, "მანდარინების" "ოსკარის" ნომინანტებს შორის დასახელებას. "ოსკარზე" წარსადგენ ნომინანტთა შორის "მანდარინების" დასახელებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც.   "ვულოცავ საქართველოსა და ესტონეთს ფილმ "მანდარინების" "ოსკარზე" წარდგენას, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე", - წერს გიორგი მარგველაშვილი  "ტვიტერზე". 

 

 

 

სხვა სტატიები