ახალი ამბები

14.11.2014

დავით სერგეენკომ მთავრობის მეთაურს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო

საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა - ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. დავით სერგეენკომ მთავრობის მეთაურს  ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. მისი განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით, მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა. შტატებიდან შემოვა –C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება.

 

 

სხვა სტატიები