ახალი ამბები

21.10.2014

ვინ გადაიხადა 75 ათას ევრომდე თანხა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილში, რომელიც International New York Times-შo გამოქვეყნდა

ვინ გადაიხადა 75 ათას  ევრომდე თანხა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილში, რომელიც  International New York Times-შo გამოქვეყნდა - ამას ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არკვევს. საუბარია 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის ავტორიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია და რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სარეკლამო მასალა იყო. თავად უსუფაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ სტატია დასაბეჭდად agenda.ge- გადასცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით კი, სტატია New York Times-ს  სწორედ მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა agenda.ge-მ შეუკვეთა, ამიტომ ორგანიზაცია ინტერესდება -  ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას. შეგახსენებთ, სტატიაში, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი.  დავით უსუფაშვილი აღნიშნავდა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და სამშობლოს ღალატობს.

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები