ახალი ამბები

10.10.2014

ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან

ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოვიდნენ. საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ მათზე მეთვალყურეობა მოიხსნება, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც რამდენიმე პირზე დაკვირვება მიმდინარეობდა. ამასთან ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროება არ არის, საზღვრები დაიკეტოს, ან სხვა ღონისძიებები განხორციელდეს.

 

 

 

სხვა სტატიები