ახალი ამბები

07.10.2014

ებოლის ეპიდემიის პირველი შემთხვევა ევროპაში - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ებოლას ეპიდემიას უკვე 4 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

მომაკვდინებელი ეპიდემია დასავლეთ აფრიკის საზღვრებს სცდება. ებოლას პირველი შემთხვევები უკვე ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც ფიქსირდება. ქვეყნები გაძლიერებულ უსაფრთხოების  ზომებზე გადადიან და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.  ეპიდემიას  უკვე 4 000  ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის  ვარაუდით,  ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა  წლის ბოლოს  შესაძლოა 20 ათასსაც  მიაღწევს.

 

 

 

სხვა სტატიები