ახალი ამბები

06.10.2014

გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებს კიდევ ცხრა მედიკამენტი დაემატა

გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებს კიდევ ცხრა მედიკამენტი დაემატა. შესაბამისი  ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა. ცვლილების მიხედვით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებ,ა გადაუდებელი მდგომარეობის დროს ე.წ. სააფთიაქო ჩანთიდან ერთჯერადად  ურეცეპტოდ მიიღოს წნევის დამწევი საშუალებებიდან ნიფედიპინის, კაპტოპრილის და მეტოპროლოლის ტაბლეტები. ასევე ანტიდიაბეტური და ანტიარითმიული საშუალებები.  იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა 1 სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით. სააფთტაქო ჩანთასთან დაკავშირებული ცვლილება ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შევედრაზე გაახმოვანა, სადაც რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები განიხილეს.

 

 

 

 

სხვა სტატიები