ახალი ამბები

09.05.2013

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა ნარკოდამოკიდებულთა მიმართ

ხისტი თუ ლიბერალური  პოლიტიკა  - როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა ნარკოდამოკიდებულთა მიმართ. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ 2006 წლიდან სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებულთა მიმართ ხისტი პოლიტიკა ჰქონდა, რასაც მხოლოდ მცირე ხნიანი დადებითი შედეგი მოჰყვა. დავით ვადაჭკორია ამბობს, რომ მომხმარებლის ციხეში მოთავსების ნაცვლად სახელმწიფომ მის მკურნალობაზე უნდა იზრუნოს. ვადაჭკორიას თქმით, ციხეში ნარკომომხმარებლის შენახვა ბიუჯეტს გაცილებით ძვირი უჯდება ვიდრე მისი მკურნალობა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მთავრობას ნარკოდანაშაულთან მიმართებით მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და ლიბერალური ნაბიჯებიც გადაიდგა.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. მისი განცხადებით ნარკომომხმარებლების მიმართ კანონი უფრო ლიბერალური უნდა გახდეს, თუმცა მისი თქმით, ასევე აუცილებელია გამსაღებლების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება.

 

სხვა სტატიები