ახალი ამბები

09.05.2013

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონება დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გადაეცა

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონება დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გადაეცა. მთავრობის განკარგულება კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ 7 მაისითაა დათარიღებული. დოკუმენტის თანახმად, კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება სპეციალურად შექმნილ სალიკვიდაციო კომისიას დაევალა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და კვლევითი ცენტრის დირექტორები იღებენ.

 

 

სხვა სტატიები