ახალი ამბები

09.05.2013

წითელას შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ წითელას შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია. 8 მაისის მონაცემებით წითელას შემთხვევები საქართველოს მასშტაბით 2940  აღწევს. აქედან 1900 შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული. ავადობის ძირითადი აქტივობა 20 წლის ასაკის ზემოთ ფიქსირდება. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით საჭიროა აიცრას ყველა ის ბავშვი ვისაც ასაკობრივი აცრა გამოტოვებული აქვს, ასევე წითელასთან კონტაქტში მოფი ყველა პირი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით წითელას აცრა უფასოა. 

 

სხვა სტატიები